ლონდონის ჩელსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს კლუბის კაპიტანი ჯონ ტერი არისტოკრატებს დატოვებს. 36 წლის ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ აპირებს და სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან ამერიკის ლიგაში იასპარეზებს.
ტერი ჩელსის ახალგაზრდულ გუნდში 1995 წელს ჩაირიცხა, ხოლო ძირითად გუნდში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ჩატარებულ 713 მატჩი 66 გოლი აქვს გატანილი.
ინგლისელმა მცველმა არისტოკრატების შემადგენლობაში პრემიერლიგა (4), ასოციაციის თასი (5), ლიგის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა მოიგო.