გერმანული გამოცემა Der Spiegel, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არის დაკავებული და ძირითადად სკანდალურ ფაქტებს აქვეყნებს, კრიშტიანო რონალდოს და მისი მრჩეველის მიმოწერა გაავრცელა. წყაროს მტკიცებით 2009 წელს ფეხბურთელმა 260.000 ათასი დოლარი გადაიხადა, რათა გაუპატიურების ბრალდებისაგან თავი აერიდებინა.
მიმოწერა რონალდოს და ოსორიო დე კასტროს შორის გაიმართა - "თავდაპირველი მოთხოვნა 950.000 დოლარი იყო, ამჟამად 660.000 ევროს ითხოვენ, არ დავთანხმდით. ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო ნაკლებ თანხაზე მოვილაპარაკებთ". პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კი უპასუხა; "თანხა გაცილებით ნაკლები უნდა იყოს".
საბოლოოდ, გამოცემის მტკიცებით რონალდომ 260.000 ათასი ევრო გადაიხადა მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ამ დროისთვის უცნობია ვისთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რონალდო და მისი მრჩეველი.