საფრანგეთის თასის ახალგაზრდულ გათამაშებაში მორაგბე მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებსაც დაუპირისპირდა. ინციდენტი თასის ნახევარფინალურ მატჩში სენტ-ესტევი-ტულუზას შეხვედრის დროს მოხდა.
შეხვედრის 25-ე წუთზე მორაგბემ შეკრებილ გულშემატკივრებს გაურკვეველი ჟესტით მიმართა, რაც მსაჯს არ მოეწონა და სპორტსმენს მოედნის დატოვება მოსთხოვა. მორაგბემ გაღიზიანება ამ ფორმით გამოხატა.
ინციდენტის შემდეგ მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შეხვედრა კი შეჩერდა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რეფერი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. მორაგბეს კი პროფესიონალურ დონეზე რაგბის თამაში სამუდამოდ აეკრძალა.