იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
ალექსანდრე ბარამიძე უარყოფს, რომ უწყება საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს ხელს აფარებს. მისი განცხადებით, თეა წულუკიანი საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომელიც თანამშრომლების სექსუალურ შევიწროებას ეხება, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
„ეს თქვენი არასწორი შეფასებაა ხელის დაფარებასთან დაკავშირებით. რომელსაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. რაც შეეხება კომენტარს, მინისტრის გააკეთებს,“-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
არსებული ინფორმაციით თეა წულუკიანი განცხადებას 17:00 საათზე, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გააკეთებს.
პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი სექსუალური შევიწროებაში ადანაშაულებს.