"ევროპული საქართველო" პრემიერის ინიციატივას კახეთში აეროპორტის მშენებლობის შესახებ, გაუმართლებლად აფასებს. პარტიის ლიდერების თქმით, ეს არის არაკომპეტენტურ გადაწყვეტილება და უმჯობესი იქნება გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა განხორციელდეს, რაც უფრო დიდი სტიმული იქნება კახეთის ეკონომიკისთვის.
„გუშინ პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და რომ საუბარია გარკვეული თანხების დახარჯვაზე ამ მიზნისათვის. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის მცდარი და არაკომპეტენტური. კახეთს სჭირდება არ აეროპორტი, არამედ გომბორის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი, რაც დაგეგმილი იყო. ეს გვირაბი მგზავრობის ხანგრძლივობას თბილისსა და თელავს შორის შეამცირებდა 40 წუთამდე,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.