20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ეს არის უზნეო საქციელი - გიორგი ვოლსკი სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს

„ეს არის უზნეო და ჩვენი საზოგადოებისთვის შეუფერებელი საქციელი,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ საჯარო რეესტრის თავმჯდომარისადმი გამოთქმული ბრალდებების შეფასებისას გააკეთა.

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს, პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომლები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

გიორგი ვოლსკის თქმით, თუკი პაპუნა უგრეხელიძის ბრალეულობა დადასტურდება, მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.

„პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერ სხვა ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი, ვინც ახდენს ზეწოლას, ახდენს შევიწროებას, მითუმეტეს, მასზე დაბალი თანამდებობის ადამიანის, მორალურადაც უნდა აგოს პასუხი, ადმინისტრაციულადაც და თუკი არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რასაკვირველია, მაგ მხრივაც უნდა აგოს პასუხი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

"კურიერის" ინფორმაციით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე აშშ-დან უკვე დაბრუნდა და ის საქართველოში იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები