საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყატარის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. ვიზიტისას გამართული შეხვედრების დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
„გვქონდა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა ქვეყანასთან. გვქონდა საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციის საკითხებზე და არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს გატარებული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.