ბრიუსელში გამართული ნატო - საქართველოს კომისიის ერთ ერთი მთავარი თემა, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იყო.
ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა დაგმეს და შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
წევრ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე დეტალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიაწოდა.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველომ, რიგით მეათე წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.