06 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
გერმანულმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონი პატიმრობაში დატოვა

გერმანულმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონი პატიმრობაში დატოვა. კატალონიის ყოფილი ლიდერი ნოიმიუნსტერის ციხეში მანამდე დარჩება, სანამ რეგიონის უმაღლესი სასამართლო მისი ესპანეთში ექსტრადირების საკითხს არ განიხილავს.

მოსამართლე ოფიციალური მადრიდის მოთხოვნას შეისწავლის და გადაწყვეტს არსებობს თუ არა მისი აღსრულების სამართლებრივი დაბრკოლება. ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რომ გადაწყვეტილება კარლეს პუჩდემონის ოფიციალური მადრიდისთვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში იქნება მიღებული.

კატალონიის ყოფილი ლიდერი სამართალდამცველებმა 25 მარტს, გერმანია დანიის საზღვართან დააკავეს.

დღის ამბები