06 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
კრემლის მცდელობა განაცალკევოს და დააშინოს დასავლური ქვეყნების ალიანსი, ჩავარდა - ტერეზა მეი

 

კრემლის მცდელობა განაცალკევოს და დააშინოს დასავლური ქვეყნების ალიანსი, ჩავარდა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა.

ტერეზა მეიმ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მოკავშირე ქვეყნებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მეიმ განაცხადა, რომ ისინი აღარ შეეგუებიან რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფისა და დასავლური ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს.

კრემლში კი რუსი დიპლომატების გაძევების გამო პასუხს ამზადებენ.

პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, გადაწყვეტილებას საპასუხო ზომების შესახებ თავად ვლადიმერ პუტინი მიიღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი კი მსოფლიო საზოგადოებას რამდენიმე დღეში სიურპრიზს ჰპირდება.

 

დღის ამბები