06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
64 გარდაცვლილი და 6 დაკარგული - პუტინი კემეროვოში ტრაგედიის მესამე დღეს ჩავიდა

ტრაგედიის მესამე დღეს, ქალაქ კემერივოში ვლადიმერ პუტინი ჩავიდა.

კემეროვოში, სადაც სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 64  ადამიანი ემსხვერპლა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მაშველები 6 დაკარგულს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

ამ დროისთვის დაკავებულია, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ხანძრის დროს ხმოვანი სიგნალიზაცია გამორთო. 

დღის ამბები