06 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
კემეროვოში გუბერნატორისა და მერის გადადგომას მოითხოვენ - ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმია მობილიზებული 

კემეროვოში გუბერნატორისა და მერის გადადგომას მოითხოვენ. ასობით ადამიანი შეიკრიბა ადმინისტრაციულ შენობასთან და სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ სიმართლის გასაჯაროება მოითხოვა.

დემონსტრანტები კემეროვის მერსა და გუბერნატორს მკვლელებად მოიხსენიებდნენ.

არეულობის თავიდან ასაცილებლად ქალაქის ცენტრში სპეცრაზმის ქვედანაყოფები განალაგეს.

ბოლო მონაცემით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 ბავშვია.

გამოძიება ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს. ასევე ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში არც ავარიული გასასვლელები და არც სახანძრო სიგნალიზაცია არ ფუნქციონირებდა.

დამწვარი სავაჭრო ცენტრი დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და განაცხადა, რომ ტრაგედია დანაშაულებრივმა გულგრილობამ გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები