დედაქალაქის გენერალურ გეგმას მერიის წარმომადგენლები, გენგეგმის ავტორები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ამ წუთებში განიხილავენ. ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება გენგეგმის დამტკიცება. მათი თქმით, ისინი გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მონიტორინგის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.
„გენერალური გეგმა არის ამ ქალაქის კონსტიტუცია, ამ გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს დედაქალაქი უახლოესი წლების განმავლობაში. მე მაინტერესებს, თავად რა შენიშვნები აქვს თავად მერიას ახლა გენგეგმასთან დაკავშირებით“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.
პოლიტიკოსების შეფასებით, მერიის მიზანია, რომ ქალაქის გენგეგმა არ დამტკიცდეს.
„ეს არის ცეხავიკების ბრძოლა გენგეგმის წინააღმდეგ. ამ ცეხავიკების ბრძოლას სათავეში უდგას ბატონი კალაძე. აქამდე რასაც ვისმენდი, არანაირი არგუმენტი იყო, ეს იყო შარის მოდება,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.