მეტეორმა, რომელმაც დედამიწას ჩაუფრინა, ჩრდილოეთ ამერიკის ცა გაანათა. "ცეცხლოვანი ბურთის" ხილვა აშშ-ის და კანადის გარკვეულ რეგიონებში იყო შესაძლებელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეტეორის გადაფრენის კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ცეცხლოვანი სანახაობა კანადაში, ალბერტაზე და აშშ-ში, მონტანაში იყო შესაძლებელი.
"ამერიკულმა მეტეორთა საზოგადოებამ", ორივე ქვეყნიდან მეტეორის ვარდნის შესახებ 170 თვითმხილველის ცნობა მიიღო.