„ბოზი ქალებივით ყვირიხართ,“ „ნუ კეკლუცობთ,“ - დედაქალაქის გენერალური გენგეგმის განხილვა დაპირისპირების გამო ჩაიშალა.
სასტუმრო „ბილტმორში“დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ვატო შაქარაშვილსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიცია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. რაზეც პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ, მათი პოზიციებიც უნდა მოისმინონ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები გენერალურ გეგმაზე არ საუბრობდნენ. მმართველმა გუნდმა ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.
გენერალური გეგმის განხილვის დროს ერთმანეთს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეც და ვატო შაქარიშვილიც დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარიამ „სითი ინსტიტუტსა“ და თბილისის მერიას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე ისაუბრა. რაზეც ქალაქის მერი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პოპულიზმით სარგებლობს.