20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
საკრებულოს წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მომაყენა, არ მათქმევინეს სიტყვა, იმიტომ, რომ არ მოეწონა ჩემი კრიტიკული შეფასება - ხოშტარია 

„ეს არის ფუნდამენტური პრობლემა მერიის, რომელიც დაპატიჟებულ სტუმრებს და ოპონენტებს არ ალაპარაკებს,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ გენგეგმის განხილვის დროს მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.

სასტუმრო „ბილტმორში“ დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ვატო შაქარაშვილსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ირწმუნება, რომ ვატო შაქარაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ხოშტარიას თქმით, მას სიტყვა თავად ქალაქის მერმაც გააწყვეტინა.

„პირდაპირ ქალაქის მერმა გამაწყვეტინა, არ მომცა საშუალება, რომ მესაუბრა, მერე საკრებულოს წარმომადგენელმა პირდაპირ შეურაცხყოფა მომაყენა და ბოლომდე არ მათქმევინეს სიტყვა, იმიტომ, რომ მათ არ მოეწონა ჩემი კრიტიკული შეფასება ამ შეხვედრის,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარიამ „სითი ინსტიტუტსა“ და თბილისის მერიას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე ისაუბრა. რაზეც ქალაქის მერი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პოპულიზმით სარგებლობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები