20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"ამხანაგური სასამართლო", "ცინდრიკა ბიჭი" - ოპოზიცია გენგეგმის განხილვის დროს მომხდარ დაპირისპირებას აფასებს

„დღეს ჩვენ მოვესწარით რაღაც ამხანაგურ სასამართლოს, რომელიც თბილისის მერიამ გაუმართა გენგეგმის ავტორებს," - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი გენგეგმის განხილვის დროს მომხდარ დაპირისპირებას.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარიამ „სითი ინსტიტუტსა“ და თბილისის მერიას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე ისაუბრა. რაზეც ქალაქის მერი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პოპულიზმით სარგებლობს.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, გენგეგმა თბილისის განვითარებას და მოწესრიგებას სჭირდება.

„პოლიტიკური ოპონირების და საქმიანი განხილვის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ საკრებულოს წარმომადგენლისგან უშვერი სიტყვებით გინება. ეს არის დღევანდელი სახე ქართული ოცნების,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გენერალური გეგმის განხილვის დროს ერთმანეთს ასევე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ვატო შაქარაშვილიც დაუპირისპირდნენ, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. დაპირისპირებაში დედაქალაქის მერიც ჩაერთო. 

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების ქმედებებს „ცირკს“ უწოდებს.

„ეს პატარა ცინდრიკა ბიჭი არის მართლა სახე იმ გაბლატავებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, რომლებსაც ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ, დედამიწა ქალამნად,“ - განაცხადა ვაშაძემ. 

დღის ამბები