20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებებზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მურად ჯიოევი მივიდა

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - კონსულტაციების პირველ ქართული დელეგაციის წევრები  თანათავმჯდომარეებს შეხვდებიან. შეხვედრა ერთ საათში დაიწყება. 

რამდენიმე წუთის წინ, მოლაპარაკებებზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მურად ჯიოევი მივიდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციას ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან მოლაპარაკებები ექნებათ.

მურად ჯიოევმა, რომელიც ე.წ. დელეგაციას ხელმძღვანელობს, ოკუპირებულ ახალ გორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა.  

გარდა ამისა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები ქონდათ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაციასთან.

 

დღის ამბები