20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
„მინდა, ელენე ხოშტარიას, მოვუბოდიშო“ - ვატო შაქარიშვილი

„მინდა, ელენე ხოშტარიას, მოვუბოდიშო და ვუთხრა და დავუდასტურო, რომ მისი მისამართით შეურაცხყოფა ნამდვილად არ ყოფილა,“ - ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა გენგეგმის განხილვის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარიამ „სითი ინსტიტუტსა“ და თბილისის მერიას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე ისაუბრა. რაზეც ქალაქის მერი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პოპულიზმით სარგებლობს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ვატო შაქარიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ვატო შაქარიშვილი პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერსაც დაუპირისპირდა, თუმცა ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით სწორი რეაქცია ჰქონდა.

„რაც შეეხება იმ ადეკვატურ რეაქციას, რომელიც მქონდა იმ უნიჭო პოლიტიკური წარმოდგენის მიმართ, რაც გამართა ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც ნამდვილად ქუჩური მეთოდებით, თითქოს, ჩვენ ვყოფილიყავით სადმე ბნელ კუთხეში ქუჩის, ერთი სიტყვაც არ უხსენებია მას გენერალურ გეგმაზე,“ - განაცხადა შაქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, გენგეგმის დღევანდელ განხილვაზე პარტიული პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად მივიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები