20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
რუს დიპლომატებს ევროკავშირის 16 წევრი და 5 არაწევრი სახელმწიფო აძევებს

დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა 21-მა ქვეყანამ გამოუცხადა. რუს დიპლომატებს ევროკავშირის 16 წევრი და 5 არაწევრი სახელმწიფო აძევებს. შეერთებულ შტატებს ერთკვირიან ვადაში ყველაზე მეტი რუსი დიპლომატი დატოვებს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში მომხდარი ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი და დაზვერვის ოფიცერი დატოვებს.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დღეს ანალიტიკოსები გამოეხმაურნენ.

„ცხადია, შეერთებულ შტატებში იყო რუსეთის ფარული თანამშრომლების არაპროპორციული რაოდენობა, რომლებიც სადაზვერვო სამსახურების ოფიცრებად მუშაობდნენ. ბრიტანეთისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საფრთხეების გათვალისწინებით, სწორედ ეს პირები აღმოჩნდნენ ადმინისტრაციის ამ ქმედების სამიზნედ. თუმცა, ბატონ სკრიპალზე თავდასხმა სავარაუდოდ არ განხორციელებულა ბრიტანეთში მომსახურე პირისგან. რუსეთს ამ ოფიციალური პირების გარდა საჯაშუშო საქმიანობის სხვა არაერთი საშუალება აქვს. გაძევებამ შეიძლება შეზღუდოს აქ რუსეთის სადაზვერვო საქმიანობა, მაგრამ მას ნამდვილად ვერ შეაჩერებს,“ - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა მარკ სიმაკოვსკიმ.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ჯონ ჰერბსტი ბრიტანეთის მთავრობისგან მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯების გატარებას ელოდება.

„ერთადერთი, რაც მაღელვებს, ამ აგრესიაზე ბრიტანეთის სუსტი პასუხია. იმედი მაქვს, ბრიტანეთის მთავრობა არ იტყვის: შეხედეთ, ყველამ მხარი დაგვიჭირა და საკმარისი გავაკეთეთო. ვფიქრობ, ბრიტანეთმა უნდა აამოქმედოს კრემლის წინააღმდეგ სანქციები, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროზე. ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს შეერთებული შტატებისთვის და სხვა ქვეყნებისთვის მათთან მიერთება და დამატებითი სანქციების დაწესება, ქიმიური ტერორიზმის საპასუხოდ,“ - ჯონ ჰერბსტიმ.

განცხადება გააკეთა თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჰილიმ.

„უკვე მეორედ, ბოლო ათწლეულში სამხედრო კლასის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს იმ ადამიანების მოსაკლავად, რომლებსაც რუსეთთან კავშირი ან უთანხმოება აქვთ,“ - აღნიშნა ჰილიმ.

დღის ამბები