20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"ხელისუფლება იხრებოდა დიპლომატიური მარცხისკენ"- საგარეო კომიტეტის ოპოზიციონერი წევრები ჟენევის დისკუსიას ეხმაურებიან 

საგარეო კომიტეტის წევრები ჟენევის დისკუსიას და იმ მოლაპარაკებებს ეხმაურებიან, რომელიც ჟენევის ფორმატში იმართება. ძირითადი აქცენტი იმ დოკუმენტზე კეთდება, რომელიც ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებას ეხება და რომლის ირგვლივაც კამათი დიდი ხანია მიმდინარეობს. 

დისკუსიას წინ უძღოდა პრემიერის წერილი რუსეთისადმი, რასაც მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა პასუხი და გრიგოლი კარასინის ღია განცხადება რუსულ მედიაში, სადაც ის საუბრობდა, რომ ერთობლივ განცხადებას უნდა მოეწეროს ხელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დე ფაქტო აფხაზეთის და დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს. 

„ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ხელისუფლებაზე შესაბამისი ზეწოლის განხორციელება. შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში და ამ ეტაპისთვის მივიღეთ ის ინფორმაცია,  რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ხელშეკრულება რომელზეც დღეს საუბრობენ ჟენევაში  ჩვენი აზრით მხოლოდ შეაფერხებს პროგრესს. დღეს საგარეო უწყება როგორ ჩანს აღარ განიხილავს იას რომ აღარ იყოს დღის წესრიგში რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია „ევროპული საქართველოსთვის“ გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველ გუნდს არ აქვს გააზრებული პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში.

„ამ თემაზე იხრებოდნენ  ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო ნაბიჯის გადადგმისკენ. იმ ნაბიჯისკენ რაც იყო რუსეთის ამოცანა ამ წლების განმავლობაში. დიპლომატიური მარცხისკენ. იმედია რომ ეს არ მოხდება,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები