06 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
შანტაჟი აშშ-ის ერთადერთი ენაა მსოფლიო არენაზე - სერგეი ლავროვი

"შანტაჟი აშშ-ის ერთადერთი ენაა მსოფლიო არენაზე," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა. 

„რიგი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება დიდი ზეწოლის, შანტაჟის შედეგია, რომელიც ახლა ვაშინგტონის მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს სკრიპალის სიტუაცია თუ იგივე პალესტინის პრობლემა, როდესაც პალესტინელებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათ ფულს არ მისცემენ, თუ იმ იდეას არ დასთანხმდებიან, რომელიც აშშ-ს ჯერ არ გაუმჟღავნებია,“ - განაცხადა ლავროვმა. 

სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად, აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები ჯამში 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.

დღის ამბები