20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
საია-მ 2017 წლის არჩევნების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტი 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.

ანგარიშში დეტალურად არის ასახული წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევები. ასევე წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები და რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება.

„ქვეყნის მასშტაბით იყო შესამჩნევი მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა რესურსების მობილიზების კუთხით, ფინანსების მობილიზების კუთხით. პრობლემურ რეგიონებად გამოვყავით სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, სადაც ვრცელდებოდა ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლის თაობაზე,“ - განაცხადა საია-ის საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა

დღის ამბები