06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
რუსეთში ქალაქ კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

რუსეთში ქალაქ კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

28 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. გადადებულია გასართობი ღონისძიებები.  

ამავდროულად კემეროვოში  სამძებრო ოპერაცია დასრულებულად გამოცხადდა. არაოფიციალური მონაცემებით ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 85 ადამიანი.

25 მარტს კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში მომხდარ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის უმეტესობა ბავშვია.

დღის ამბები