06 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში მოხვდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ საავადმყოფოში მოხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს, რადგან მას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ხველა აწუხებს.

პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 68 წლის პოლიტიკოსი მარტის დასაწყისში ავად გახდა და არასათანადო მკურნალობის გამო ანგინა გაურთულდა.

მედია წერს, რომ პრემიერმა თავი მას შემდეგ იგრძნო შეუძლოდ, რაც გამოძიებამ ნეთანიაჰუს ოჯახის წევრები კორუფციის საქმეზე დაკითხა, რომელშიც პრემიერი მთავარ ეჭვმიტანილად სახელდება.

ცნობილია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ დღევანდელ მტავრობის სხდომას არ დაესწრება. მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს.

დღის ამბები