20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
აუდიტის დასკვნა ამახვილებს მცირე რაოდენობრივ საკითხებზე ყურადღებას, რომელიც წარმოდგენილია რეკომენდაციის სახით - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიპლომატებს, პოლიტიკოსებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2017 წლის ანგარიშს აცნობს.  მანამდე კი თამარ ჟვანიამ განმარტება აუდიტის დასკვნაზე გააკეთა, სადაც ცესო-ში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანონმდებლობა არ დაურღვევია. თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო-ს ჰქონდა უფლება, რომ ტენდერის გამოცხადების გარეშე საარჩევნო ატრიბუტიკა შეესყიდა 2016 წელს.

აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქონების ჩანაცვლების წესის დარღვევა მოხდა, 1988 წელს გამოშვებული მიკროავტობუსი 2016 წელს წელს გამოშვებული „Toyota“-თი ჩანაცვლდა. ჟვანია ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც კანონი არ დარღვეულა.

„პირდაპირი შესყიდვა, ჩვენ კანონით მონიჭებული უფლება გვაქვს, უბრალოდ აუდიტის დასკვნა ამახვილებს ძალიან მცირე რაოდენობრივ საკითხებზე ყურადღებას, რომელიც არის წარმოდგენილი რეკომენდაციის სახით, როგორ შეიძლება უკეთესად გავაკეთოთ,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს ხელმძღვანელმა  ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა, რომ ის ხელისუფლებასთან არის გარიგებული.

„პოლიტიკურ შეფასებებზე როგორ შეიძლება ნეიტრალურმა არბიტრმა გააკეთოს რაიმე ტიპის განცხადება. ჩვენ გვაინტერესებს არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ გვაინტერესებს ექსპერტების, პროფესიონალების და ნეიტრალური არბიტრების განცხადებები,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები