ირაკლი კობახიძემ, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპაციის საკითხებზე და დეოკუპაციის პოლიტიკაზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთობლივად დაიწყებს მუშაობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.