06 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
კრემლის მიზანი ნატოს მოკავშირეებს შორის ერთობის ჩამოშლაა - ჯეიმს მატისი

სკრიპალების მოწამვლით რუსეთს დასავლეთის ალიანსში განხეთქილების შეტანა და მისი დაყოფა სურდა- განცხადება, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა სოლსბერიში მასობრივი განადგურების იარაღის ერთ-ერთი სახეობა გამოიყენა.

ჯეიმს მატისის თქმით, რუსები ყოველთვის აკეთებენ იმას, რისი უარყოფაც - მათივე აზრით მარტივად შეუძლიათ. ამ კონტექსტში მატისიმ მაგალითად უკრაინის კრიზისი და ამერიკის საარჩევნო პროცესში ჩარევა დაასახელა.

"ეს არის კრემლის სტრატეგია - ის ატარებს ფარულ ოპერაციებს და შემდგომ, როდესაც საქმე პასუხისმგებელი პირების გამოვლენამდე მიდის, აჩენს ეჭვებს და აზრთა სხვადასხვაობას წაახალისებს" - აცხადებს ჯეიმს მატისი და აქვე აღნიშნავს, რომ მოსკოვის საბოლოო მიზანი ნატოს მოკავშირეებს შორის ერთობის ჩამოშლაა.

დღის ამბები