06 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
64 დაღუპული და 76 დაშავებული - კემეროვოში სამაშველო ოპერაცია დასრულდა

კემეროვოს დამწვარ სავაჭრო ცენტრში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ხელისუფლებამ მსხვერპლის შესახებ საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა. ტრაგედიას, ოფიციალური ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებს, რომ დაკარგულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს, ხელისუფლება არ ადასტურებს. ხანძრის შედეგად დაღუპულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვობენ. ყველა ქალაქსა და დასახლებაში მემორიალური ცერემონიები მიმდინარეობს, ტაძრებში კი დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ტრაგედია კემეროვოს სავაჭრო ცენტრში 25 მარტს მოხდა.

ხანძრის მთავარ გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა გახდა. მომხდარის გამო დაკავებულ ხუთივე პირს გამოძიებამ ბრალი წაუყენა.

დღის ამბები