20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
გვეუბნებიან, რომ უნდა გაკეთდეს ცენტრალური ავტომაგისტრალი, ამ დროს, თვითონვე ამბობენ, რომ ქალაქს არ გააჩნია სატრანსპორტო მასტერპლანი - კალაძე "სითი ინსტიტუტზე" 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე "სითი ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას, კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. განცხადება კალაძემ პარლამენტში გააკეთა, სადაც ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან დახურულ კარს მიღმა მსჯელობს. 

კალაძემ "სითი ინსტიტუტი" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეურაცხმყოფელი უწოდა. დედაქალაქის მერმა განმარტა ის საკითხები, რაზეც მერიას შენიშვნები აქვს. 

„ჩვენ გუშინ გვინდოდა, რომ მათი მხრიდანაც მოგვესმინა ამ შენიშვნებზე პასუხები, თუმცა მივიღეთ ცინიკური დამოკიდებულება, შეურაცხყოფის მიყენება კონკრეტულად ილია ელოშვილის მიმართ, კონკრეტულად იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც წარმოდგენილი იყვნენ და პანელში ისხდნენ გუშინ. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა აშენდეს ხიდები, უნდა გადავიდეს რკინიგზა, კი ბატონო მივესალმებით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ იქ უნდა გაკეთდეს ცენტრალური ავტომაგისტრალი. ამ დროს, თვითონვე ამბობენ იმას, რომ ქალაქს არ გააჩნია სატრანსპორტო მასტერპლანი და აუცილებელია ამ დოკუმენტზე კვლევის ჩატარება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები