თბილის მერის ბრალდებებს, რომ ოპოზიციას დედაქალაქის გენერალური გეგმის შესახებ საქმიანი საუბარი არ სურს და მხოლოდ დებოშს ცდილობს,ბრალდებებით პასუხობს "ნაციონალური მოძრაობა".
საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ნადირაძის თქმით, კალაძეს თავად არ სურს მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცება.
„მაფიოზი და რვა სული ქურდის ძმაკაცი კახი კალაძისგან ჩვენ მორალურ შეგონებებს ვერ მივიღებთ და არ მივიღებთ. რაც მოხდა გუშინ ეს იყო კახი კალაძის და ქართული ოცნების სირცხვილი. კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ, რომ მათ არ სურთ გენგეგმის მიღება მხოლოდ იმიტომ ,რომ მათ უნდათ ისევ ისე არიგონ ბიძინა ივანიშვილისთვის გამწვანებული ტერიტორიები, როგორც ეს მოხდა ბოტანიკური ბაღის თავზე.
კახი კალაძეს სურს, ისევ ისე აშენოს კორპუსები ორსართულიანის ნაცვლად 9 სართულიანი კორპუსები და ყიდოს კოეფიციენტები, როგორც ეს მოხდა ნუცუბიძის შემთხვევაში“- აცხადებს ნადირაძე.
კახა კალაძის განცხადებით, გუშინ გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვაზე ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებდა და მათი მიზანი იყო დებოში მოეწყოთ და ჩაეშლათ მიწათსარგებლობის გეგმის განხილვა.