20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
„ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მოსყიდვის და დაშინების შედეგი - უგულავა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაზე 

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობიდან გადაყენებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა არ იცვლება და საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება მოსყიდვისა და დაშინების საშუალებით მოხდა. 

ბორჯომელების გადაწყვეტილება იყო, რომ საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური. ამიტომ „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მოსყიდვის და დაშინების შედეგად ბორჯომელების წინააღმდეგ განხორციელებულ ეს ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს ძალიან მკაფიო რამეზე, რომ „ქართული ოცნება“ არ იცვლება.

როგორც 2013 წელს იჭერდა, სკამებს და სავარძლებს ყრიდა არჩეული საკრებულოების და მერის კაბინეტებიდან, ზუსტად იმასვე აკეთებს ახლაც. ამაში არ არის მხოლოდ გედი ფოფხაძე დამნაშავე, რომელმაც რეალურად ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. ამაზე პასუხისმგებელი არის მთლიანად „ქართული ოცნება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომაში არ მონაწილეობდა “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრი. ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

დღის ამბები