20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"ერთდროულად იყო „პატრიოტთა ალიანსის“ პანაშვიდიც და ირმა ინაშვილის ქორწილიც მეჯვარე იყო სუს-ი"-ოპოზიცია ჩაჩანიძის გადაყენებაზე 

ბორჯომის საკრებულოს სხდომას, რომელზეც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს, არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები გაურიგდნენ „ქართულ ოცნებას“ და ბორჯომის პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა სწორედ მათგან მიიღეს დირექტივები.

„ეს იყო მათი პოლიტიკური ქორწინების დღე , დღეს ბორჯომელი ამომრჩევლების წინააღმდეგ. ამით მათ ბორჯომს და ზოგადად მთელს საქართველოს უთხრეს, რომ ამომრჩევლის განსხვავებულ არჩევანს ჩვენ არანაირად არ შევეგუებით,“-განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბაკურ გელაშვილმა.

კოლეგის პოლიციას იზიარებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ევროპული საქართველოდან”. ბაქარ შირაძე ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ უღალატა ხალხს.

„ქართული ოცნება და ირმა ინაშვილი წავიდნენ ამომრჩევლის და ბორჯომელი ხალხის  ნების წინააღმდეგ. უღალატეს ხალხს, რათა ქართულ  ოცნებას თამამად და თავისუფლად ეფლანგა ბიუჯეტის  თანხები,“-განაცხადა ბაქარ შირაძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ კი ამბობს, რომ თავმჯდომარის  გადაყენების პროცესში მონაწილეობდა, როგორც ხელისუფლებასთან გარიგებული "პატრიოტთა ალიანსი", ასევე სუს-ი.
„დღეს ერთდროულად იყო „პატრიოტთა ალიანსის“ პანაშვიდიც და ირმა ინაშვილის ქორწილიც. მეჯვარე იყო სუს-ი,“-განაცხადა გიორგი გიუაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები