20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
მიზანმიმართული გამოლანძღვა გენგეგმის ჯგუფის... არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება - ელენე ხოშტარია 

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში დედაქალაქის გენერალური გეგმის განხილვაზე არავის მიუწვევიათ.

შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე საკრებულოს უმრავლესობა, დედაქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები ესწრებიან.

როგორც კალაძემ განაცხადა, ოპოზიცია მიწვეული იყო გენგეგმის განსახილველად შეხვედრაზე, თუმცა მათ საქმიანი საუბარი არ ისურვეს.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმის განხილვაზე ოპოზიციონერი დეპუტატების სწორედ იმიტომ არ დაასწრეს, რომ კრიტიკულ კითხვებს ერიდებიან.

„ქალაქის გენგეგმა არ არის პარტიული დოკუმენტი, არ არის ერთი მერის დოკუმენტი. რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ ეს იყო სამწუხარო შემთხვევა, არაპროფესიონალური. მიზანმიმართული გამოლანძღვა გენგეგმის ჯგუფის... ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება, მე ეჭვი მაქვს იმისთვის, რომ ეს გენგეგმა კალაძემ არ მიიღოს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები