20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
„რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს პროვოკაციული განცხადებები," - დავით დონდუა

ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა დახურულ კარს მიღმა ძალის არ გამოყენების ერთობლივი განცხადებებზე იმსჯელეს.

შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დავით დონდუა ამბობს, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციული განცხადებები გაკეთდა. დონდუას თქმით, რაც იმას მიანიშნებს, რომ მათ კონსტრუქციული დიალოგი არ სურთ.

„რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რაც აშკარად მიანიშნებს იმისათვის, რომ ისინი არ არიან მზად წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და შეგნებულად აპირებენ ამ მოლაპარაკებების არასწორი მიმართულებით წაყვანას და საბოლოოდ ჩაშლას. თუმცა საბოლოოზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მთავარი განხილვები იქნება ნაშუადღევს, მაგრამ ის რაც მოხდა დღისით, უკვე მიანიშნებს, იმაზე, რომ თუ ვინმე იყო კუთხეში მომწყვდეული, ეს არა ჩვენ არამედ რუსეთის იყო,“ - განაცხადა დავით დუნდუამ.

დღის ამბები