20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
სექსუალური შევიწროების დეფინიცია, რეგულაციები - პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს

პარლამენტის გენდერულ საბჭოში სექსუალური შევიწროვების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს. დახრულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამოქალაქო სექტორის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს სექსუალური შევიწროების დეფინიცია.

„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სექსუალური შევიწროების დეფინიცია ქართულ საკანომდებლო სივრცეში არსებობდეს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, არ არსებობს და ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა კონვენციას და საერთაშორისო კანონს. მნიშვნელოვანია ის, რომ სექსუალური შევიწროება როდესაც ხდება ქუჩაში, სხვანაირად რეგულირდება, სადაც პატრული ერთვება, როდესაც ხდება დასაქმების ადგილზე სხვანაირად რეგულირდება,“- განაცხადა „ქალთა მოძრაობის დამფუძნებელმა,“ ბაია პატარაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ცვლილებებს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მიიღებენ, ქმედითი უნდა იყოს.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც პარლამენტს აქვს ახლა ძალიან მაღალი სტანდარტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ჰქონდეს იგივე სტანდარტი და ჩვენ არ ვხედავდეთ განსხვავებულ მიდგომებს ერთსა და იმავე საკითხზე,“- განაცხადა ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წევრმა, ანა არგანაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის დონეზე გაიწეროს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, კერძო სექტორში დასაქმებულთა დასაცავად გარკვეული რეგულაციების მიღება იქნება საჭირო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობის დახვეწა მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.

სექსუალური შევიწროებისას ქალების დასაცავად „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული ინიციატივა, რომ შემაკავებელი ორდერის პარალელურად, 48 საათიანი დაკავება განხორციელდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები