20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა - ოფიციალური თბილისი ჟენევის მოლაპარაკებებს აფასებს

რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდს. დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ქართველმა მონაწილეებმა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრეს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას არ შეუქმნას დაბრკოლება დაწყებულ გამოძიებას.

დღის ამბები