ხელისუფლება ფიქრობს, ოპოზიცია კი "სითი ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. მათი თქმით, აუცილებელია დოკუმენტი, რომელმაც დედაქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოაწესრიგოს, რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული. ოპონენტები კახი კალაძეს პოლიტიკური ინტერტესების გატარებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თბილისის მერი დოკუმენტის მიღებას ხელოვნურად აჭიანურებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ მერიას საკმაოდ დიდი თანხა აქვს გადახდილი გენგეგმის შემუშავებაში და თავის დროზე უწყებას დოკუმენტი მოსწონდა.
"2 მილიონი თბილისის მერიამ უკვე გადაიხადა და ეს 2 მილიონი როდესაც გადაიხადა, ძალიან მოსწონდა რაშიც იხდიდა და ეხლა აღმოჩნდა, რომ როდესაც არის გადამწყვეტი ეტაპი, რაღაცა აღარ მოსწონს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დროში გაიწელოს გენერალური გეგმის მიღება," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი კახა კალაძეს მმართველობის ფორმას უწუნებენ და მერიას ტყუილებში ადანაშაულებენ.
"ფაქტია რომ მერიას პოზიცია არ გააჩნია არანაირი დასაბუთებული რა არ ვარგა ამაში და ხედვა რა გვაქვს ქალაქის განვითარების და უბრლაოდ ესეთი დამალული შეხვედრებით და ტყუილებით ცდილობენ გამოძვრნენ სიტუაციიდან,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.