06 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
სკრიპალების მოწამვლის სავარაუდო ადგილი მათი სახლის შესასვლელია

სკოტლანდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვის სავარაუდო ადგილი დაასახელა.

გამოძიების ინფორმაციით, პირველად ნეირო-ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ყოფილი რუსი აგენტი ქალაქ სოლსბერიში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად მოექცა. მომწამვლელი ნივთიერების კვალი სპეციალურმა სამსახურებმა სხვადასხვა ადგილზე აღმოაჩინეს, თუმცა "ნოვიჩოკის" ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, სწორედ სკრიპალის სახლის ზღურბლზე იყო.

სერგეი და იულის სკრიპალები ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

დღის ამბები