20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო აღიარებს, რომ სახელმწიფო ინტერესებს საქართველოს ოპოზიცია იცავს, დადგებოდა პრემიერის გადადგომის აუცილებლობა - სამადაშვილი

ჟენევის ფორმატში შეხვედრების დასრულების შემდეგ ოპოზიცია გრიგორი კარასინის განცხადებას აფასებს და ხელისუფლებას რუსეთის მიმართ სუსტი საგარეო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, მაშინ როცა თავად ოკუპანტი სახელმწიფო აღიარებს, რომ საქართველოს ინტერესებს ოპოზიცია იცავს, პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

„რუსეთის განცხადებებიდან ნათელია ერთი რამ, ის სივრცე, რომელზეც საუბრობდა პრემიერ-მინისტრი რუსეთთან მოლაპარაკებაში აღმოჩნდა, რომ იყო სივრცე, რომელშიც მოხდებოდა რუსეთის მიერ ოკუპანტის სტატუსის მოხსნა და ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ მხარედ დაფიქსირება ჟენევაში. როგორც ჩანს ეს მცდელობა ჩავარდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად ხელისუფლებაზე. ნებისმიერ სახელმწიფოში რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო აღიარებს, რომ ამ ქვეყნაში სახელმწიფო ინტერესებს იცავს ამ ქვეყნის ოპოზიცია, დადგებოდა შესაბამისად პრემიერ-მინისტრის დაუყონებლივ გადადგომის აუცილებლობა“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები