20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
რუსეთი ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისმგებლობას არ აიღებს... რეზოლუციაში უფრო რეალური რამ უნდა ჩაგვეწერა - ნუკრი ქანთარია

მოსკოვის პოლიტიკურ გზავნილებსა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში ჩაშლილ მოლაპარაკებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც აფასებენ.

ნუკრი ქანთარია თვლის, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ზედმეტად მკაცრი რეზოლუცია მიიღო.

უმრავლესობის დეპუტატი თვლის, რომ რუსეთი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობას არ აიღებს და ამიტომ, ქანთარიას თქმით,  რეზოლუციაში რეალური მოთხოვნები ყოფილიყო.

„მე მგონი, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი არ აიღებს ამ საკითხზე პასუხისმგებლობას. ჩვენ შეიძლება ეს ვთქვათ, მაგრამ ასე ახლა, რომ მან აიღოს: „დიახ, დიახ ჩემი პასუხისმგებლობაა“- ბუნებრივია, რომ არ იტყვის ამას. ტყუილი კი არ ეწერა იმ რეზოლუციაში, მეც ხმა მივეცი, მაგრამ ვამბობდი კიდეც, რომ რაღაც ისეთი დავწეროთ იქ, რაც რეალური იქნება. თუნდაც მხოლოდ იმაზე რომ ყოფილიყო კონცენტრირება, რომ საგამოძიებო ჯგუფი დაუშვით იქ, რითი მოკვდა ეს კაცი, როგორ მოკვდა, რა მოუვიდა ეს. და აქ როდესაც ჩვენ ჩავწერეთ ყველაფერი, რაც კი გვაწუხებს ბუნებრივია, ისინი არ აიღებდნენ ამაზე პასუხისმგებლობას. პრემიერის განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რამაც რაღაცა ბიძგი მისცა ამ ყველაფერს და შეიძლებოდა ამის გაღრმავება და ფორმატის სხვა რეგისტრში აყვანას და მე მომხრე ვარ ფორმატის სხვა რეგისტრში აყვანის,“- აცხადებს ქანთარია.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ კარგია  როცა ჟენევის ფორმატის ფარგლებში ვერ მოახერხა რუსეთმა საკუთარი გეგმის განხორციელება, რომ მოლაპარაკებებში ის წარმოჩინდეს მხოლოდ მხარე და არა პასუხისმგებელი პირი. მაღრაძე თვლის, რომ ჟენევის ფორმატი იმ ფორმით უნდა შენარჩუნდეს, რა ფორმითაც 2008 წლიდან დღემდე არსებობს.

თუმცა მაღრაძე ამბობს, რომ პარალელურად ის არ ეთანხმება შეხედულებას, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი უნდა გაუქმდეს.

 

დღის ამბები