06 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
პოლონეთმა პატრიოტის ტიპის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები შეიძინა

პოლონეთმა პატრიოტის ტიპის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები შეიძინა. ხელშეკრულება ვარშავაში გაფორმდა და მისი ღირებულება 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარია. პატრიოტების პირველი პარტია პოლონეთში 2020 წლისთვის ჩავა. მათ შორის იქნება უახლესი სამეთაურო და კონტროლის სისტემები.

ხელშეკრულებას ხელი პოლონეთის პრეზიდენტმა და შეერთებული შტატების ელჩმა მოაწერეს. კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტი და განაცხადა, რომ შეთანხმება გააძლიერებს არამხოლოდ პოლონეთის, არამედ სხვა მოკავშირეების თავდაცვით შესაძლებლობებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.

დღის ამბები