20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
საქართველო რუს დიპლომატს აძევებს - შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში კომენტარი არ კეთდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად შვიდ დღეს აძლევს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების შემდეგ, სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას რუსი დიპლომატების გაძევებით პასუხობს საქართველოს ხელისუფლებაც.

ამ დროისთვის საქართველოში ათამდე რუსი დიპლომატი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში მუშაობს.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ არის ის დიპლომატი, ვისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილებაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო.

შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში მომუშავე დიპლომატები საელჩოში ამ წუთებში იკრიბებიან. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, საკითხის განხილვა ჯერ არ დაწყებული და კომენტარები მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
„ახლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. სავარაუდოდ, ამ თემას განვიხილავთ და მოგვიანებით გაცნობებთ,“ - ამბობს საელჩოს წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში 10 დიპლომატი მუშაობს. მისიის ხელმძღვანელია ევგენი კონიშევი, ასევე ამ სექციაში მუშაობს ოთხი ატაშე, ორი უფროსი მრჩეველი, ორი პირველი მდივანი და ერთი მეორე მდივანი. სექციაში მუშაობს უფროსი მრჩეველი - სერგეი სმირონივი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები