20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა ტურიზმის გზით საქართველოში" - პრემიერი

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 მილიონ 554 936 ვიზიტორი შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 18.8%-ითაა გაზრდილი. საზოგადოებას ტურიზმის სფეროს სტატისტიკა დღეს ქვეყნის პრემიერმა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარუდგინეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი  დასრულდება რიცხვით, რომელიც 8 მილიონს გადააჭარბებს. რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა და ასევე კარგია ის, რომ  2 მილიარდ 700 მილიონი  დოლარი შემოვიდა ტურიზმის გზით საქართველოში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები