„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებისათვის ახალი საპენსიო კონცეფციის გაცნობას განაგრძობს. შეხვედრებს პარტიის ლიდერები დედაქალაქში მართავენ.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარამდე გაიზრდება.
„ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ ჩვენი სოციალური ინიციატივის გაცნობა მოსახლეობისთვის, როგორც თბილისში, ასევე, მთელ საქართველოში, რაც გულისხმობს 400-ლარიან პენსიას. ეს არის რეალური თანხა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გავცემთ,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.