06 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
რომში "ისლამური სახელმწიფოს" 5 მოკავშირე დააპატიმრეს

იტალიაში სამართალდამცველებმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ხუთი მოკავშირე დააპატიმრეს. დაკავებულები ტუნისელები არიან და იმ ქსელს მიეკუთვნებიან, რომლის წევრი ასევე ტუნისელი ანის ამრი იყო.

მან 2016 წელს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ხალხს სატვირთო მანქანით გადაუარა და 12 ადამიანი იმსხვერპლა.

4 დღის შემდეგ ის სამართალდამცველებმა მილანში დაკავების დროს მოკლეს. რომის შემოგარენის გარდა იტალიის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა რეიდები ნეაპოლში, ლატინასა და ვიტერბოშიც ჩაატარეს.

დღის ამბები