06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში დიპლომატების გაძევების შემდეგ რუსულ კორუფციაზე გამოძიება დაიწყეს

დიდ ბრიტანეთში დიპლომატების გაძევების შემდეგ რუსულ კორუფციაზე გამოძიება დაიწყეს. მოკვლევას თემთა პალატა აწარმოებს, სადაც პირველი მოსმენა უკვე გაიმართა.

საუბარია ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ ე.წ. შავ ფულზე, რომელიც შესაძლოა, ბრიტანეთში იყოს.

პარლამენტარებმა ექსპერტებთან ერთად რუსი ოპოზიციონერებიც დაკითხეს. მათ შორის, ალექსი ნავალნის მოკავშირე იყო, რომელსაც დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს.

პარალელურად, რუსულ ფინანსებზე ილაპარაკა ერთ-ერთ ინტერვიუში შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში. ჯონ ჰანტსმანმა არ გამორიცხა, რომ სოლსბერის თავდასხმისა და სანქციების ფონზე, ამერიკაში რუსული აქტივები გაიყინოს.

დღის ამბები