06 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
შეხვედრა 10 წლის შემდეგ - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სამიტს გამართავენ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა სამიტს გამართავენ.

ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა 27 აპრილს, საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართება. განხილვის მთავარი თემა კი კუნძულის ბირთვული განიარაღება და ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. სეული და ფხენიანი ტექნიკურად საომარ მდგომარეობაში არიან.

კონფლიქტი ქვეყნებს შორის 1953 წელს დასრულდა, თუმცა ზავი მათ შორის დღემდე გაფორმებული არ არის. ურთოერთობის გაუმჯობესება კი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო. თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად სამხრეთ კორეაში კიმ ჩენ ინის და ჩავიდა.

დღის ამბები