06 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
საფრანგეთში მამაკაცს ეძებენ, რომელმაც ჯარისკაცებზე თავდასხმა სცადა

საფრანგეთში მამაკაცს ეძებენ, რომელმაც ჯარისკაცებზე თავდასხმა სცადა. ინციდენტი დილით მოხდა.

ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ვარს ალიერ-ე-რისში უცნობმა მამაკაცმა მანქანით ჯარისკაცების გატანა სცადა, რომლებიც ყაზარმასთან ახლოს ვარჯიშობდნენ. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა. სამხედროებმა მოახერხეს ავტომობილისთვის თავი დაეღწიათ. მძღოლმა მიმალვა მოასწრო.

თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცის გარდა, მანქანაში ქალიც იმყოფებოდა. გასულ კვირას ISIS-ის სახელით თავდასხმა მოაწყო მაროკოელმა ემიგრანტმაც.

მან ქალაქ ტრების სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა. ამ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები