ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
"კურიერს" სანდრო წყარო მთავრობის ადმინისტრაციიდან უდასტურებს, რომ უკვე გადაწყვეტილია პოსტიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის გაშვება. წყაროს ინფორმაციით ალავიძეს ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი, მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.
ვრცელდება ინფორმაცია სხვა საკადრო გადაადგილებების შესახებაც. "კურიერის" წყარო ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ იგეგემება პრიემერ- მინისტრის შეცვლა და რომ კვირიკაშვილი პოსტს ივლისამდე შეინარჩუნებს. თუმცა პოსტის დატოვება კიდევ რამდენიმე მინისტრს მოუწევს.